შინაარსზე გადასვლა

რადეგონდ დე ვალუა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რადეგონდ დე ვალუა
დაბადების თარიღი აგვისტო, 1428
შინონი, საფრანგეთი
გარდაცვალების თარიღი 19 მარტი, 1445, (16 წლის)
ტური, საფრანგეთი
ეროვნება ფრანგები
რელიგია კათოლიციზმი
მშობლები მამა: შარლ VII, საფრანგეთის მეფე
დედა: მარია ანჟუელი

რადეგონდ დე ვალუა (ფრანგ. Radegonde de Valois; დ. აგვისტო, 1428 — გ. 19 მარტი, 1445) — ვალუას დინასტიის წარმომადგენელი. საფრანგეთის მეფე შარლ VII-ისა და დედოფალ მარია ანჟუელის უფროსი ასული. დანიშნული იყო ავსტრიის ერცჰერცოგ სიგიზმუნდ ჰაბსბურგზე.

რადეგონდი დაიბადა 1428 წლის აგვისტოში, საფრანგეთის ქალაქ შინონში. იგი იყო საფრანგეთის მეფე შარლ VII-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ მარია ანჟუელის მეორე შვილი და პირველი ქალიშვილი. როდესაც იგი დაიბადა, დედოფლის მატიანემ ასეთი ჩანაწერი გააკეთა: "ჩვენმა შესანიშნავმა დედოფალმა, ქალაქ შინონში, გააჩინა მადამ რადეგონდ დე ვალუა".

პატარა პრინცესას სახელი წმინდა რადეგონდ თიურინგიელის პატივსაცემად დაარქვეს, ვინაიდან მეფე შარლი მიიჩნევდა, რომ სწორედ ის იყო ასწლიან ომში ფრანგების მფარველი. ეს სახელი იმდენად იშვიათი იყო და არის, რომ არსებობს კიდევ სხვა უამრავი პოლიტიკური და რელიგიური ახსნა იმის შესახებ, თუ რატომ დაარქვეს მაინც და მაინც რადეგონდი. სრულიად საფრანგეთის ისტორიაში, ის ერთადერთი პრინცესაა, ვისაც რადეგონდი ერქვა.

1430 წლის 22 აპრილს საფრანგეთის მეფე შარლ VII-სა და ავსტრიის ერცჰერცოგ ფრიდრიხს შორის გაფორმდა საქორწინო კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც, რადეგონდი ცოლად მიჰყვებოდა მასზე ერთი წლით უფროს ფრიდრიხის ვაჟს, ტიროლის გრაფ სიგიზმუნდ ჰაბსბურგს.

გათხოვებამდე ცოტა ხნით ადრე, 1445 წელს რადეგონდი ტურში მძიმედ დაავადდა. იგი საფრანგეთის მასშტაბით მოგზაურობდა დედასთან ერთად და ფრანგულ სიწმინდეებს ათვალიერებდა, რა დროსაც მის ავადმყოფობას ფეხის მოტეხვაც დაერთო. რადეგონდი გარდაიცვალა 1445 წლის 19 მარტს, 16 წლის ასაკში. 1449 წელს, სიგიზმუნდმა მის ნაცვლად ცოლად შეირთო ელეონორა სტიუარტი, შოტლანდიის მეფე ჯეიმზ I-ის ასული.

  • du Fresne de Beaucourt, Gaston (1882). Histoire de Charles VII. Vol. II : Le roi de Bourges, 1422-1435 (in French). Paris: Librairie de la Société bibliographique. p. 187.
  • Christian de Mérindol, « Le culte de sainte Radegonde et la monarchie française à la fin du Moyen Âge », dans Les Religieuses dans le cloître et dans le monde, des origines à nos jours, Actes du deuxième colloque international du C.E.R.C.O.R., Poitiers, 29 septembre-2 octobre 1988, Saint-Étienne, Publications de l'Université de Saint-Étienne, 1994, p. 792.
  • Robert Favreau, « Le culte de sainte Radegonde à Poitiers au Moyen Âge », dans Les religieuses dans le cloître et dans le monde des origines à nos jours: Actes du deuxième colloque international du C.E.R.C.O.R., Poitiers, 29 septembre-2 octobre 1988, Saint-Étienne, Publications de l'Université de Saint-Étienne, 1994, p. 107.
  • P.L Carrez, Étude sur le château de Sarry, ancienne campagne des évêques de Châlons-sur-Marne, imp. Martin Frères, Châlons, 1899.